LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი შვილი დაბადე შენსავით ლამაზიო, გაზარდე და სამშობლოს დაუტოვებო… მე დავბადე ია ფარულავა და დღემდე ვზრდი“ – ია ფარულავა მამასთან დიალოგს იხსენებს

374
ია ფარულავა


„მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავა“ – ამბობს რადიო „თავისუფლების“ პროექტის, „შვილის“ ახალი სერიის გმირი, მსახიობი, ია ფარულავა.

გადაცემის წამყვანმა, გოგი გვახარიამ სხვა საკითხებთან ერთად მსახიობს და ტელესახეს, მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ჰკითხა.

გადაცემიდან ასევე ირკვევა, რომ მსახიობს ყოველ დღე ასობით თინეიჯერი გოგონა წერს და რჩევას ეკითხება.

„ყველას ვუყვარვარ აბსოლუტურად, პატრული არ მაჯარიმებდა როცა მანქანა მყავდა, პოლიციელებიც რომ დამინახავენ ზურგს მაქცევენ და ახლა ის ვიღაც გადაცმული ტიტუშკები ვინ არიან იმათთან არც მივალ.

რეაქცია არ მაქვს არც გინებაზე და არც ქებაზე, „მკიდია“…

მამამ მე დამარქვა როდამი, ბავშვები დამცინოდნენ, ორი სახელი მაქვს ია და როდამი.

მამამ ერთი შვილი დაბადეო, შენსავით ლამაზი გაზარდე, სამშობლოს დაუტოვებო – მე დავბადე ია ფარულავა და დღემდე ვზრდი“, – ამბობს ია ფარულავა გადაცემაში.

შვილი: ია ფარულავა (ანონსი)

💬 სრულად ნახეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე 🗣️ „მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავაო“ – გვითხრა „შვილის“ ახალი სერიის გმირმა, როცა მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ვკითხეთ 🎥 იას შვილები არ ჰყავს, მაგრამ ყოველ დღე ასობით თინეიჯერი გოგონა სწერს, რჩევას ეკითხება. „თქვენ გვერდით მიგულეთ!“ – პასუხობს ია ფარულავა თითქმის ყველას, ვინც დახმარებას სთხოვს 🗣️ „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!“ – იას ფრთიანი გამოთქმაა, რომელიც სწორედ მამამ ასწავლა

Posted by რადიო თავისუფლება on ორშაბათი, 10 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g