LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი წელია, შეყვარებული ვარ“ – რას ამბობს ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

1473
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე საქართველოში იმყოფება. მომღერალმა მის გეგმებზე და პირად ცხოვრებაზე „იმედის დღეში“ ისაუბრა.

ერთ-ერთი წამყვანის, ნუცა ქავთარაძის კითხვაზე – „ნუცა ბუზალაძე ისევ მარტოა თუ არა“, მომღერალი პასუხობს:

„ უკვე ერთი წელია, შეყვარებული ვარ. საკმაოდ ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, ამიტომ არასდროს არ ვასაჯაროებ. ბავშვობიდან ყოველთვის იმის შიში მქონდა, როგორ უნდა შემეთავსებინა სიყვარული კარიერას, როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია, როცა შენ მეორე ნახევარეს, ეს კი არ აშინებს, პირიქით ხელს გიწყობს, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო და ყველგან გაანათო, სადაც შეძლებ. ეს ნამდვილი ფუფუნებაა. ჩემი რჩეული ხელოვნების სფეროდან არაა, თუმცა შეხება აქვს ძალიან ბევრ ხელოვანებთან. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ამ სფეროდან“, – აღნიშნა ნუცამ.

„ბედნიერი ვარ, რომ გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი“: ნუცა ბუზალაძემ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა – როგორ გრძნობს თავს მომღერალი

ვიდეო: „ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გასვლა ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, ძალიან მეწყინა, არ ვიმსახურებდი…“ – ნუცა ბუზალაძის შეხვედრა მსმენელთან, საინტერესო ამბები მომღერლის განვლილი გზიდან და ემოციური შესრულება პატარა გულშემატკივართან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები