მომღერალი ნუცა ბუზალაძე საბერძნეთში, კუნძულ სპეცესზე მოგზაურობს.
ვიდეო, რომელიც მომღერალმა სოციალურ ქსელში გააზიარა, ჩანს, რომ ნუცა იახტით სეირნობს.
„მე, როდესაც ახალ იახტ კლუბს ვსტუმრობ“, – წერს ნუცა და გვიზიარებს კადრებს, სადაც ის ფილმ „ტიტანიკიდან“ სელინ დიონის სიმღერას ასრულებს.
„გადარეული გოგო“, „საოცარი ხარ“, „უსაყვარლესი“, – წერენ ნუცას გამომწერები ვიდეოს კომენტარებში.