LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ბავშვი აღმოჩენაა… დამსახურებული ოქროს ღილაკი…“ – 15 წლის ნინი ხაფავამ აჩიკო სოლოღაშვილს ოქროს ღილაკი გამოაყენებინა

109
ნინი ხაფავა

„საქართველოს ხმის“ მესამე სეზონის სატელევიზიო კასტინგები დაიწყო. 2 ივნისის ეპიზოდში ვნახეთ, თუ როგორ აღფრთოვანდა ჟიური 15 წლის ნინი ხაფავას შესრულებით, გოგონამ ჯერ „ჯეირანი“ იმღერა, შემდეგ კი ფანდურზე დაუკრა და „ლალე“ შეასრულა, რის შემდეგაც აჩიკო სოლოღაშვილმა მას ოქროს ღილაკი მიანიჭა. გოგონა სიხარულისგან ატირდა, ჟიურის წევრებმა კი მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. „შემოხვედი აქ შენი სევდიანი სილამაზით“, აღნიშნა აჩიკო სოლოღაშვილმა…

მაყურებელმა ნინის შესრულება განსაკუთრებულად დააფასა. გუშინ ღამის შემდეგ ვიდეოს უკვე 21 000-ზდე მეტ მოწონება ხვდა წილად და 300 000 ნახვამდე დაგროვა.

„ძალიან კარგი გოგოა, ცრემლი ვერ შევიკავე, ისე შემეხო…“

„ყველა სიმღერას რომ გულით და გულიანად მღერის….“

„უმაგრესი მონაწილეა, ყველანაირად კაშკაშებს სილამაზით, ხმით, გავგიჟდი, რა, ბრავოოოო!..“

„ეს ბავშვი არის „საქართველოს ხმის“ აღმოჩენა…“

„დამსახურებული ოქროს ღილაკი…“, წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g