LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს გადაღლილი დედის სახეა“ – ადრიანა ლიმა სამზარეულოდან ფოტოს ავრცელებს – „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის ახალი სახე პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

1090
page

„ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის, ადრიანა ლიმას უკანასკნელმა გამოჩენამ  საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 42 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, ლოს-ანჯელესში „შიმშილის თამაშების“ ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო. ის საოცრად შეცვლილი იყო.

„ვიქტორიას სიკრეტის“ ყველაზე ლამაზი მოდელი, 42 წლის ადრიანა ლიმა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

ცხადია, სოციალურ მედიაში უამრავი კომენტარი დაიწერა მისი ახალი ვიზუალის შესახებ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მოდელმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

„მას ახალი სახე აქვს“, „აღარანაირი კავშირი ძველ ადრიანასთან“, „ფილერია თუ სახის გადაჭიმვა?“, „რატომ იმახინჯებენ ასე თავს?“– არ წყდება კომენტარები.

სულ ცოტა ხნის წინ  მოდელი კომენტარებს გამოეხმაურა. მან სამზარეულოდან „სელფი“ გაავრცელა, რომელშიც უმაკიაჟოდაა წარმოდგენილი.

„ეს გადაღლილი დედის სახეა… ორი თინეიჯერი შვილი, ერთი, ძალიან აქტიური ერთი წლის ბიჭუნა, რომელიც სიარულს სწავლობს და აგრეთვე სამი ძაღლი… დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – აცხადებს ლიმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ადრიანა ლიმა და ანდრე ლამარი მშობლები გახდნენ. მოდელს წინა ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.

ადრიანა ლიმა მშობიარობის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა – „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის უახლესი ფოტოები

„ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი! – ადრიანა ლიმა „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Adriana Lima (@adrianalima)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები