უხვმა ნალექმა თბილისსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა.
წვიმის გამო, დედაქალაქში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.
წყნეთში, ძლიერი წვიმის შედეგად კი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად დაეტბორა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს თამარ მამისაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.