LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია“ – ქუთაისში უხვი ნალექის გამო იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

113
356606163_1259885171331288_1724757235873779077_n

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია, – ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში.

„ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები