კატერინა კვიციანი, რომელსაც ქართველი მაყურებელი კატოდ იცნობს, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს მისი ვოიაჟი და პოდიუმზე გამოსვლა მონაკოს მოდის დღეებზე.
მას Yesi.fashionwithpurpose-ის შავი მასიური კაბა აქვს მორგებული.
„დედოფალი…“
„სუპერგოგო ხარ…“
„ეს ხომ უდიდესი წარმატებაა… როგორ მიხარია… ყველასგან გამორჩეული ხარ შენი სილამაზით და ნიჭით…“, სწერენ კატოს კომენტარებში.
კატო კვიციანი 2000-იანი წლების პოპულარული რადიოდიჯეი, შემდეგ კი „მაესტროს“ წამყვანი იყო. მისი სიმღერა გიგა მიქაბერიძესთან ერთად, რომელსაც „პირამიდები“ ჰქვია, დღემდე ინარჩუნებს მსმენელის სიყვარულს და წლების შემდედგაც პოპულარულია.
