LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკას თვალებით მინდა ვხედავდე სვანეთს ძალიან დიდხანს.. ამ ერთხელაც – გთხოვთ!“ – ფილოლოგ ეკა კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

473
ეკა კვიციანი

ფილოლოგ ეკა კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ცნობილ ჟურნალისტს რამდენიმე თვეა სიმსივნის აგრესიული ფორმა, მელანომა დაუდგინდა. 

ივნისში მას თურქი სპეციალისტების მიერ ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მეგობარი საზოგადოებას სოციალურ ქსელში თხოვნით მიმართავს და წერს:

მორიდების დრო არ არის. ეკა კვიციანი გვყავს გადასარჩენი: ჩემი მეგობარი, თქვენი – ბევრის.

ჩემი სვანეთი დღეს ეკაა. ეკას თვალებით მინდა ვხედავდე სვანეთს ძალიან დიდხანს.

კომენტარები, თუნდაც უბრალო წერტილის დასმა გააცოცხლებს პოსტს, რომ რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა ნახოს“. – წერს ნანა ახობაძე სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ მითითებულ ანგარიშზე:

  • საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000814550100

მიმღები: ეკა კვიციანი

  • თი-ბი-სი ბანკი: #GE22TB7245345061100056

მიმღები: ირინა კოტუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები