LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ნებისმიერ მალამოზე ეფექტურია“ – როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს? ეფექტური მეთოდი ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტისგან

784
არუნ ხათრი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ფრჩხილის სოკოს – ეფექტური მეთოდებისა და რჩევების შესახებ ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი საუბრობს.

სპეციალისტი ამბობს, რომ ფრჩხილის სოკო ძირითადად დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანების პრობლემაა:

როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე – არუთ ხათრის ხუთი რჩევა

„დილით, სანამ არ მოგშივდებათ, 11-12 საათამდე არ ჭამოთ.“

„პირველ რიგში სამი თვის განმავლობაში C ვიტამინი უნდა მიიღოთ იმუნიტეტის ასამაღლებლად, ასევე დალიეთ Zink-ი, ამასთანავე მიიღეთ Epsom salt, ეს არის იგივე ინგლისური მარილი.

ერთ სუფრის კოვზ ინგლისურ მარილს დაამატებთ ამდენივე ვაშლის ძმარს და გახსნით თბილ წყალში.

დღეში ორჯერ გაიკეთეთ ამ ნაზავის აბაზანა ფეხზე ( ან ხელზე, სადაც სოკოვანი დაავადება გაქვთ)

15 წუთის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და წაისვით ჩაის ხის ზეთი, შეგიძლიათ მის მაგივრად ქაფურის ზეთი გამოიყენოთ.

დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში და დილით ისევ გაიმეორეთ ეს პროცედურა.

ეს რეცეპტი ნებისმიერ მალამოზე ეფექტურია“, – ამბობს ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g