LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ორი თითი მიკერებულია…“ – რას ჰყვებიან ივა და ბაია კუზანოვები „იმედის“ ეთერში

1364
ბაია კუზანოვა

პლასტიკური ქირურგები ივა და ბაია კუზანოვები, „იმედს“ ესტუმრნენ.

ცნობილმა ბაბუამ და შვილიშვილმა თავიანთ პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მათ გადაცემაში ასევე გაიხსენეს ფაქტი, თუ რა სახის ჩარევა დასჭირდა თავად ბაია კუზანოვას.

როგორც აღმოჩნდა, ბაიას მოზარდობის ასაკში ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და ხელის თითები ბაბუამ მიაკერა.

ივა კუზანოვი:

– აი რა შედეგს შეიძლება მიაღწიო მიკროქირურგიით და პლასტიკური ქირურგიით ერთად, როცა კეთდება ოპერაცია, მაგალითად ბაიას თითები. აი, ეს ორი თითი მიკერებულია… ნახეთ ნაწიბური, არაფერი არ ეტყობა… თითები, შეიძლება, ასე რომ გავაკეთოთ.

ბაია კუზანოვი:

-14 ან 13 წლის ვიყავი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და მეზობელთან გადავედი, მეგობართან. ვიდექი მათ რკინის დიდ კართან, ოღონდ მეორე მხრიდან, და რაზეც მაგრდება კარი, იქ მქონდა ხელი. ჩემმა მეგობარმა ვერ დაინახა და ბოლომდე მოიხურა ის კარი…. მე არ დაველოდე, იმიტომ რომ შოკი მქოდა, და უცებ გამოვგლიჯე… დავიხედე და ძვლები დავინახე… მერე მახსოვს, ჩვენი ანესთეზიოლოგი როგორ მაძინებს, აი ის მომენტი, და მახსოვს შუქი ზემოდან…

რომ გავიღვიძე, მახსოვს ბებიაჩემს ივამ უთხრა, რომ ხელი უნდა ჰქონდეს მაღლა აწეულიო, რომ სისხლი სწორად წავიდესო, და 10 დღე თუ 2 კვირა ათენებდა ბებიაჩემი ღამეებს და მთელი ღამე ასე ეჭირა ხოლმე ჩემი ხელი…

ნინომ მითხრა, რომ ივა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა… მამაჩემი ვერ შემოვიდა საოპერაციოშიო, ბიძაჩემი, ალეკო შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები