ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი იმუნიტეტის გამაძლიერებელ რეცეპტს გვიზიარებს, რომელსაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თავად ამზადებს:
„ეს რეცეპტი არის ბავშვებისთვის, დიდებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ეს არის იმუნიტეტის გასაძლიერებელი კუბიკები.
ამისთვის დაგჭირდება 1 ცალი ჯინჯერი, რომელსაც დაჭრით პატარა ნაწილებად. (ჯინჯერი არ უნდა იყოს გამომშრალი)
3-4 ფორთოხალი, რომელსაც კანიანად დავაბლენდერებთ და 1 ლიმონი.
ციტრუსები უნდა იყოს კარგად გარეცხილი სოდაში.
ჯინჯერს, ფორთოხალს, ლიმონს დავამატებთ 1 ჭიქა წყალს და დავაბლენდერებთ. ჩავასხამთ სპეციალურ ფორმებში და შევდებთ საყინულეში.
იმუნიტეტის გაძლიერებისთვის დალიეთ დილით, საუზმის შემდეგ შემდეგნაირად – 1 ცალი კუბიკი ჩავაგდოთ ადუღებულ წყლის ჭიქაში, შევურიოთ 1 კოვზი თაფლი და დავლიოთ.
ეს არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი ძალიან მაგარი და გემრიელი საშუალება. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში“, – ამბობს არუნ ხათრი.
ვიდეო ვრცლად 
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 