არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, სიძულვილი საბოლოოდ უნდა მორჩეს, თუ გადარჩენა გვინდა.
„ეს სიძულვილი უნდა მორჩეს, თუ გვინდა, რომ როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება, გადავრჩეთ”, – ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა