ცნობილი იტალიური ბრენდის” ემილიო პუჩის” სარეკლამო კამპანიაში ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული გადაიღეს. ვიდეო უკვე განთავსდა სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ ეს ცნობილ ბრენდთან ქართველი მოდელის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ახლახან ეთო “ვალენტინოს” ახალ ჩვენებაზეც გამოვიდა.
ეთო მიგრიაულის ინტერესებს სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსი” წარმოადგენს, რომელსაც თაკო ჩხეიძე ხელმძღვანელობს.