LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფაქტობრივად ბავშვობა არ მქონია…მამაჩემი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და დღემდე ვერ ვაპატიე ის ბავშვობის წლები“ – რას ჰყვება სალომე უშხვანი

466
2025-11-04_00-04-47_403884

ფოტომოდელი სალომე უშხვანი, რომელიც საზოგადოებამ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, გადაცემა „შუადღე Live-ის“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობის ტრავმების შესახებ ისაუბრა.

„ფაქტობრივად ბავშვობა არ მქონია. მამაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო, ახლა გარდაცვლილია და სამწუხაროდ დღემდე ვერ ვაპატიე ის ბავშვობის წლები. ისე გარდაიცვალა, რომ ურთიერთობა არ გვქონია.

ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ხშირად სვამდა. კვირის 7 დღიდან, 5 დღე ნასვამი იყო ხოლმე. სკოლიდან სახლამდე გზას ვატარებდი ფიქრებში, ნეტავ დღეს ფხიზელი დამხვდეს მეთქი.

მამის როლიც დედამ შეითავსა და როდესაც ასეთი სიტუაცია იყო, მას ბავშვებისთვის აღარ ეცალა. შედეგად იყო, ცოტა გულგრილობა. მამისგან ხელით შეხება არ ყოფილა, თუმცა სახლში მინების გამოცვლა ხშირად გვიწევდა. იყო ჩხუბი და ხმაური.

შედეგად თვითშეფასება მქონდა ძალიან დაბალი. დამემართა პანიკური შეტევები და შესაძლოა ესაც იყოს კავშირში ბავშვობის ტრავმებთან. ვცდილობ ოჯახურ თემებზე გადავერთო და მინდა სახლში მუდამ სიმშვიდე იყოს“, – ამბობს სალომე უშხვანი.

ნიკო ქართველი: „ყოფილი მეუღლეც მოვატყუე და ახლანდელიც… ჩემი დანაშაული ვაღიარე, შეუცდომელი არავინაა…“

სალომე უშხვანი მეუღლეზე ეჭვიანობს: „ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g