LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე უშხვანი მეუღლეზე ეჭვიანობს: „ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვარ…“

694
სალომე უშხვანი

სალომე უშხვანი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ეჭვიანი ბუნების თაობაზე საუბრობს.

სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებს დებთ ხოლმე, მართლა ისეთი ეჭვიანი ხარ, როგორიც იქ?

მე ძალიან ეჭვიანი ვარ. ნიკოს ეჭვის ნატამალიც არ აქვს. მეუბნება, რომ მენდობა და იმიტომ. მეც ვენდობი, მაგრამ მაინც ფხიზლად ვარ. მას ვენდობი, მაგრამ სხვებს – არა (იცინის). ყველაფერი ხდება და ამიტომ მირჩევნია, მიწაზე მყარად ვიდგე. „მოხვალ შენ სახლში“ – მსგავსი ფრაზები მაქვს ხოლმე, თუმცა სახის მიმიკითაც კარგად ვახვედრებ, როცა ვეჭვიანობ. როდესაც საქმე სადმე წასვლას ეხება, ვეუბნები: წადი, მაგრამ მერე მე ვიცი (იცინის). როლში ღრმად არასდროს ვიჭრები, რეალურად არ მაძლევს ეჭვიანობის საბაბს, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვარ. მარტო ნიკოს მიმართ კი არა, ზოგადად არ მაქვს ნდობა მამრობითი სქესის მიმართ.

ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის პაროლებიც ვიცით. ჩემს ტელეფონს ხელი არ მოჰკიდო, ამას როგორ მკადრებ და ასე შემდეგ, მსგავსი ტექსტები არ გვაქვს. მაგრამ იმდენჯერ მაქვს ყველაფერი გადამოწმებული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოსული თუ გაგზავნილი ესემესებიც კი მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენჯერაც გადავქექე იმის „იმედით“, რომ რამეზე წამოვიკიდებდი, საბაბი ვერ ვიპოვე და უკვე ისე მომბეზრდა, ვიცი, ტელეფონს რომ გავხსნი არაფერი დამხვდება და ამ ეტაპზე ხელს აღარც ვკიდებ (იცინის). ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და რა ვქნა? არ ვფიქრობ, რომ ამით ნიკოს პირად სივრცეს ვარღვევ. ამ ამბავს ძალიან იუმორით ვუყურებ. ნიკოს თვითონაც არ აქვს გართულება, ეცინება ხოლმე ჩემი ეჭვიანობის გამოვლინებებზე. თვითონ ნიკო საერთოდ არ ჰკიდებს ხელს ჩემს ტელეფონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები