დათო გორგილაძის საავტორო გადაცემის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე იყო.
ვრცელი და საინტერესო ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში სტეფანემ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გამკლავების გზებზე ისაუბრა:
„90-იანების თაობა, ბევრი რამ რომ არ გვქონდა ცხოვრებაში ნანახი, აქტიურად ვიყავით ჩართულები „ქლაბინგში“ – ძალიან ხშირად დავდიოდი კლუბებში. ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი თბილისშიც, ევროპაშიც, განსაკუთრებით ბერლინში, წარმოუდგენელი ზედოზირებებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
ალბათ, ყველაფერს თავისი პერიოდი აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ.
ვფიქრობ, ცხოვრებაში პრაქტიკა ძალიან ბევრს შვრება და შეიძლება როცა გამოცდილი არ ხარ, უამრავი სისულელე გააკეთო, მაგრამ შემხვედრია დაბადებიდან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კისერი არ წაუტეხავთ და ნებისმიერ გამოწვევას გამკლლავებიან“, – აღნიშნა სტეფანემ.
"ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი წარმოუდგენელი ზედოზირებებით.." – სტეფანე"ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი წარმოუდგენელი ზედოზირებებით.." – სტეფანე გენერალური პარტნიორი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სრული ეპიზოდი 🔗 https://tinyurl.com/4mzytxmm
Posted by • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024