LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფენომენი! ეს ბავშვი სასწაულია!“ – „დაფიქრება არ მინდა, პირდაპირ ვიცი“ – გაიცანით პატარა მათემატიკოსი დავით ჩარკვიანი

394
დავით ჩარკვიანი

საბავშვო გადაცემაში „პატარების დიდი შოუ“, მაყურებელმა ახალი ნიჭიერი პატარები გაიცნო. გადაცემას სტუმრობდა 4 წლის დავით ჩარკვიანი, რომელმაც არაჩვეულებრივი მათემატიკური ნიჭი გამოავლინა.

როგორც აღმოჩნდა, დავითმა უკვე ძალიან კარგად იცის სხვადასხვა მათემატიკური მოქმედება – ზეპირი ანგარიში, გამრავლება, გაყოფა, ფესვის ამოყვანა, კუბები და კვადრატები.

დავითმა გადაცემის წამყვანის, დუტა სხირტლაძის უამრავ მათემატიკურ შეკითხვას სწორი პასუხი გასცა და კითხვის საპასუხოდ აღნიშნა:

„დაფიქრება არ მინდა, პირდაპირ ვიცი, ყველაფერი ვიცი“.

დავით ჩარკვიანი

პატარა მათემატიკოსი დავით ჩარკვიანი და შენ რისი ნიჭი გაქვს ❓ვემზადებით ახალი სეზონისთვის 💪❤️‍🔥 #პატარებისდიდიშოუ #აქიმედია

Posted by პატარების დიდი შოუ on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g