ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, სტიქიის შემდეგ, მის მიერ აშენებული დასასვენებელი სახლების კომპლექსის ფოტოს აქვეყნებს.
სასტუმრო სესილი დატბორილი კიდევ უფრო ლამაზია.
“ჩემი გურული ვენეცია” – წერს ღლონტი და ამ ვიდეოსაც გვიზიარებს.
მამუკა ღლონტმა თბილისი რამდენიმე წლის წინ დატოვა და გურიაში ეს ლამაზი სასტუმროს კომპლექსი შექმნა. შეკვეთილში მდებარე კომპლექსს მისი ერთ-ერთი შვილიშვილის სახელი ქვია და ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და ფართოვდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო “სესილი”, წვიმის გარეშეც ძალიან ლამაზია.
“ფაქტობრივად, კამბოჯაში ვცხოვრობ” – წერს მამუკა ღლონტი.
გუშინდელ სტიქიას, ყველგან ასეთი ლამაზი შედეგები არ მოჰყვა:
მამისონის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა: უხვი ნალექის შედეგები
გზების ჩამონგრევა გრძელდება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი – სტიქია ონის მუნიციპალიტეტში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ივლისის ჩათვლით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას ელოდებიან.