LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამისონის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა: უხვი ნალექის შედეგები

250
5533239-B-C371-4-BD7-9-C40-4-A3-B3-E7770-E3

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე აკრძალვების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მამისონის უღელტეხილის გარკვეულ ნაწილში უხვი ნალექის შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი. დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 118-ე მონაკვეთზე (სოფელი ნაკიეთი) უხვი ნალექის შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია” – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

სტიქიის შედეგად დაზარალებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონი. უხვი ნალექის და ადიდებული მდინარეების შედეგად ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე ჩაკეტილია. დაზარალებულია მოსახლეობა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ჩახერგილი გზების გამო სტიქიის ადგილიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.

გზების ჩამონგრევა გრძელდება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი – სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა ქუთაისშიც. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები, საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ივლისის ჩათვლით ისევ წვიმას ელოდებიან.