LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: სტეფანეს სოლოკონცერტი, ანშლაგი, დუეტი ქალიშვილთან ერთად და ამღერებული მაყურებელი

926
სტეფანე

სტეფანე მღებრიშვილმა ახალი კლიპის გამოსვლა სოლოკონცერტით აღნიშნა, რომელიც 3 დეკემბერს „მონოჰოლში“ გაიმართა.

სცენაზე ფანი მღებრიშვილის გამოსვლას, რომელმაც მამასთან ერთად ახალი ჰიტი – „გაიღიმე“ შეასრულა, დიდი ოვაციები ხვდა წილად. გოგონას შესანიშნავი ვოკალური მონაცემები აქვს და მამის სიმღერაში ბექვოკალი სწორედ მან ჩაწერა, ახლა კი სცენაზე გამოსვლაზეც არ უთხრა უარი.

„წარმოუდგენელი ნიჭი და ფანტაზია”: ნახეთ სტეფანეს ახალი კლიპი, სადაც მთავარ როლს გია სურამელაშვილი ასრულებს

სტეფანემ კონცერტზე მაყურებელიც აამღერა.

რა თქმა უნდა, შესრულდა ყველაზე ცნობილი ჰიტები, მათ შორის – „დაგელოდები“.

სტეფანემ მაყურებელი თავისი საფირმო ცეკვითაც გაანებივრა.

ფოტო: გიორგი ცაავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g