LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფსიქოლოგები ფანჯიკიძეების ოჯახიდან: „ნათია ოჯახში ორჯერ უფრო მხიარულია…“

725
salomenatifanjikidze

ნათია ფანჯიკიძე ძმისშვილთან, სალომესთან ერთად, რომელიც ასევე ფსიქოლოგი გახლავთ, „იმედის“ შაბათ-კვირის დილის გადაცემას ესტუმრა. ფსიქოლოგებმა ფანჯიკიძეების ოჯახიდან პროფესიაზეც და ურთიერთდამოკიდებულებაზეც ისაუბრეს.

სალომე:

ნათია იმდენად ყველას უყვარს და ყველამ იცის… როცა უცხო ადამიანების ბარიერი არ არის, რაც თავისთავად მოითხოვს ეტიკეტსა და შეზღუდვებს, ორჯერ უფრო მხიარული და ხალისიანია, ვიდრე საზოგადოებაში.

ნათიას პროფესიულმა არჩევანმა დიდწილად ჩემიც განაპირობა. აბსოლუტურად სხვა პროფესია შევარჩიე, ჩავაბარე, ნათიამ სწორედ მაშინ დაიწყო ფსიქოთერაპევტობა, მაშინ ვიყავი 17-18 წლის, ხშირად დავყვებოდი ხოლმე. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო და შემეხო, რასაც ნათია ბავშვებთან აკეთებდა.

ნათია:

მე თავიდანვე მინდოდა ფსიქოლოგობა, მაგრამ იმ ასაკში, როდესაც სტუდენტი უნდა გავმხდარიყავი, დედის რჩევა გავითვალისწინე და ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე. გაბრაზებულმა ვისწავლე ამ ფაკულტეტზე, მაგრამ ტყუილად ვბრაზობდი, არტთერაპიაში ძალიან გამომადგა და ჩავითვალე კვალიფიციურ არტთერაპევტად…

„ის ურჩევნია მამულსა, ძმისშვილი სჯობდეს მამიდასა“… ყველაზე სახალისო ისაა, რომ ჩემი შვილი, ეკაც სწავლობს ფსიქოლოგიას ნიუ იორკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები