„დილა მშვიდობისა საქართველო“ შინ ესტუმრა ჯგუფ „ურსას“ სოლისტს, გიორგი ძოწენიძეს და ის მეუღლესთან, მია მაჩაბელთან ერთად ჩაწერა.
მია:
ჩვენი ამბავი დაიწყო პანდემიის დროს. გაცნობიდან რვა თვეში დავოჯახდით. არ მეგონა, რომ ამბობდნენ, ერთი ნახვით სიყვარული არსებობდა… არასდროს მჯეროდა, მაგრამ რაღაცნაირი სხვანაირი სითბო ვიგრძენი გიორგისგან და ძალიან სასიამოვნო იყო იმ მომენტში. მას მერე ეს სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება.
გიორგი:
ყოველდღიურად ჩვენ რაღაც სიახლეს ვიღებთ ერთმანეთისგან, ეს სიახლე ძალიან სასიამოვნოა და კიდევ უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფები კი ამ ემოციას, სიყვარულს, ათასჯერ ამძაფრებენ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ოჯახი მყავს.
