ისტორიკოსმა და ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა.
მისი თქმით, კადრებში ასახული მღვდელი მხედრიონელებმა სასტიკად დასაჯეს.
„ორ დღეში პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღე დადგება! გადავწყვიტე გაგიზიაროთ უნიკალური კადრები ჩემი არქივიდან, არქივიდან რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა დიდი რისკის ფასად გადავარჩინეთ.
მაშ ასე 25 სექტემბერი, სამეგრელოში ჩასული პრეზიდენტი მიდის წალენჯიხის სახელოვან ტაძარში, ნახეთ როგორი ემოციით ხვდება ადგილობრივი მღვდელი, ეს ადამიანი მოგვიანებით ბალტინის ბომბებით ზურგამაგრებულმა მხედრიონელებმა სასტიკად დასაჯეს”, – წერს გიორგი კალანდია და ვიდეოს აქვეყნებს.