LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაიკეთეთ დამცავი სათვალეები და ნიღბები, თან იქონიეთ წყალი“ – ექიმი არჩილ მარშანია გირჩევთ, როგორ მოიქცეთ მხუთავ აირთან და წიწაკის სპრეისთან შეხების დროს

197
არჩილ მარშანია

ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს – იგი მოქალაქეებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა მოიქცნენ მხუთავ აირთან და წიწაკის სპრეისთან კონტაქტის დროს.

„წიწაკის სპრეის და მხუთავი აირის საწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი, ჯადოსნური წამალი არ არსებობს, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ ზოგადი მიდგომები, რათა ამ ნივთიერებებთან შეხების დროს, მაქსიმალურად დავიცვათ თავი:

1 – პირველ რიგში, მოემზადეთ – თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, თან გქონდეთ თქვენი მედიკამენტები. თუ გაქვთ ასთმა, კიდევ უფრო ფრთხილად იყავით, ეცადეთ, ხალხმრავლობაში არ მოხვდეთ და თუ ესკალაცია მოხდება, არეალს სწრაფად გაეცალოთ.

2 – გაიკეთეთ დამცავი სათვალეები და ნიღბები, თან იქონიეთ წყალი, საპნიანი წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ალტერნატივად – რძე.

3 – ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომ კანი მაქსიმალურად დაფარული გქონდეთ.

4 – არ აჰყვეთ პანიკას. სპრეის ნარჩენები თვალებიდან ჩამოიბანეთ – [წყალი] არ დაისხათ შუბლზე, კანი და თვალები არ დაიზილოთ, არ ეცადოთ თვალების ძალით გახელას.

5 – თუ ლინზებს ატარებთ, მოიშორეთ ისინი თავიდანვე, თუ დაგავიწყდათ, მოიშორეთ სუფთა ხელებით

6 – სახლში მისვლის შემდეგ მიიღეთ ნელ-თბილი შხაპი, 10-15 წუთის განმავლობაში დაყოვნდით გამდინარე წყალში, სპრეი კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით.

მხუთავი აირისგან დასაცავად, რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ფილტრაციის მქონე ნიღაბია, რომელიც მთელს პირს ფარავს.

რაც უნდა მწვავე იყოს სიმპტომები, წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს, უმრავლეს შემთხვევაში, სასიკვდილო გართულებები არ მოჰყვება“, – აღნიშნავს არჩილ მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g