გელა გნოლიძის ბენდმა, რომელიც ღამის შოუსთვის სხვადასხვა ქართული ჰიტის ახლებურ ვერსიებს გვთავაზობს, ამჯერად ირმა სოხაძის რეპერტუარს მიმართა. “ვიყავით ერთად” მომღერლის შესრულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ბენდმა მას რიტმი შესძინა და განსხვავებული ვარიაციით შემოგვთავაზა. ვიდეო უკვე ათი ათასობით ადამიანმა ნახა.