ახალგაზრდა მომღერალი, 19 წლის ტაჰა, მამით ქართველი, დედით კი ეთნიკურად კოლხი, ლაზია.
ის თურქეთის ტერიტორიაზე დაიბადა და თურქეთის მოქალაქეა, თუმცა ცდილობს იმღეროს ქართული სიმღერა და ქართულ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც სწავლობს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერში ტაჰამ, მსახიობ, ტელეწამყვან და მომღერალ გიორგი ცხადაძესთან ერთად სიმღერა „გელინო“ საოცრად შეასრულა.