ახლახან ჯგუფმა „ურსამ“ გამართა სოლოკონცერტი ქუთაისში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
შესრულდა ცნობილი სიმღერები ჯგუფის რეპერტუარიდან, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს.
ჯგუფის სოლისტმა, გიორგი ძოწენიძემ დარბაზში მჯდომი ერთ-ერთი მსმენელი აამღერა, რომელმაც აუდიტორია თავისი შესრულებით მოხიბლა.
„რა მაგრები ხართ, გაიხარეთ…“
„სულ ასე იხარეთ და გვახარეთ…“
„კარგი ხარ, გიო, შენს მეგობრებთან ერთად…“
„გენი ზეიმობს, ქართული გენი…“, წერენ კომენტარებში.
