LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გერმანიაში „პორშეს“ სალონი დაიტბორა

44
porschesalongermany

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც გერმანიაში, „პორშეს“ ავტოსალონშია გადაღებული. რეკორდული რაოდენობის ნალექის გამო სადილერო ცენტრის პირველი სართული და პარკინგი ათობით ახალთახალ ავტომობილთან ერთად დაიტბორა. ვიდეოში ჩანს, რომ წყალმა ავტომობილების საბურავები დაფარა და სავარაუდოდ, სალონშიც მოხვდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ავტოსალონის არც ერთი თანამშრომელი არ დაზარალებულა. თუკი სპორტქარების საბურავებით ვიმსჯელებთ, წყლის დონემ სავარაუდოდ 50 სანტიმეტრით მოიმატა და Porsche 911–ის სამი ეგზემპლარი გააფუჭა, მათ შორის ორი 911 Carrera 4S Cabriolet და 911 Turbo.

მათ გარდა პარკინგზე იდგა ასევე ორი კროსოვერი MAcan, ასევე ორი Cayenne Coupe, ავტოსალონში გამოფენილი იყო შავი ფერის ელექტროქარი Porsche Taycan.

ჩაძირულ მოდელებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 911 Turbo, რომელიც გერმანიაში 189 176 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g