LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, უკრაინაში მოხალისეთა ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა” – მამულაშვილი

169
მამუკა მამულაშვილი

ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, უკრაინაში მოხალისეთა ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის.

“ნებისმიერ ადამიანს, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის – ღარიბაშვილის მთავარი მიზანი იყო, შეეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა მისი განცხადებების შემდეგ.

ჩვენი და ჩვენი ბიჭების მორალი ძალიან მაღალია და მათ იციან რასაც აკეთებენ.

სოლედარში მიმდინარეობს პრინციპული ბრძოლა და არა ბრძოლა სტრატეგიული მნიშვნელობის მდებარეობისათვის – ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდის ნაწილი… მარტო სოლედარში, დღეში 1000-ზე მეტი ოკუპანტი კვდება”, – საუბრობს მამუკა მამულაშვილი.

“ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ თუ არა” – მამუკა მამულაშვილი

“პუტინმა შემტევი ჯარის ძირითადი ნაწილი დაკარგა…რუსული მითი უკრაინაში დაინგრა” – მამუკა მამულაშვილი

ისინი არ იცნობენ უკრაინელი ხალხის სულს, მათ თავისუფლება უყვართ და დღეს ისინი მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვიან: მამუკა მამულაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები