LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი არ იცნობენ უკრაინელი ხალხის სულს, მათ თავისუფლება უყვართ და დღეს ისინი მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვიან: მამუკა მამულაშვილი

523
21_main

უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა Fox News-სთან ინტერვიუში ომზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

“ჩვენ მზად ვართ გავაჩეროთ რუსეთი და იმედი მაქვს, მსოფლიოც მზად არის, დადგეს ჩვენს გვერდით. ყველაზე მეტად სიბრაზე მიტაცებს იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვეული ტაქტიკის გამოყენებას და უმიზნებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დასავლეთის და ევროპის ქვეყნების დახმარება. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვებრძვით ტერორისტებს ყველა ერთად თუ არა.

ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ სიცოცხლის ფასად, მაგრამ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვყავს მეგობრები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებენ. ვიყავით პირველები ვინც დეოკუპაციის შემდეგ ბუჩაში შევიდა, იქ ვნახეთ გაუპატიურებული, ხელებ-ახვეული და მოკლული ბავშვები. მსგავსი რამ სამწუხაროდ უკვე მინახავს საქართველოში და რუსეთი იმეორებს და ავრცელებს ტერორიზმს ყველგან. ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ისინი არ იცნობენ უკრაინელი ხალხის სულს. მათ თავისუფლება უყვართ და დღეს ისინი მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვიან”, – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები