LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღმერთის და იმ ექიმის მადლობელი ვარ, რომელიც ოპერაციიდან წავიდა, რადგან ახლა ჩემი შვილი ჩემთან არ იქნებოდა“ – თაკო ბარბაქაძის ემოციური პოსტი

204
2026-08-01_22-46-49_151594

გაბრიელ ჩადუნელი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებით გულშემატკივრობს, წონაში დღითი დღე იმატებს.

როგორც ბიჭუნას დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს, გაბი 3 კილო და 720 გრამია.

მისივე თქმით, მადლობელია უფლის რომ გაბის ოპერაცია არ გაუკეთდა, რადგან შესაძლოა ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო.

„თურქეთში ყოფნის დროს პოსტი დავდე… რომ ოპერაციას ვაკეთებდით.. და მხოლოდ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის.. ვწერდი რომ ძალიან დაიტანჯა ჩემი შვილი და თუნდაც 1% ყოფილიყო გადარჩენის მე ამაზე ხელს ვაწერდი, რადგან დატანჯული ვიყავი ყოველდღე გაბის ასეთს რომ ვუყურებდი.. იფიტებოდა, ენერგია ეცლებოდა, მკვდარი სხეული მეჭირა ხელში… ყოველდღე მეც გაბისთან ერთად ვკვდებოდი..

ოპერაცის წინა დღეს დავწერე, რომ ეს ღამე თეთრად იქნებოდა გათენებული.. ორჯერ მომატყუეს და ოპერაცია არ გააკეთეს და მესამედაც რომ იგივე განმეორდა გამწარებული ვიყავი… ექიმი ოპერაციაზე არ მოვიდა, აი ასე საქმე გამოუჩნდა და წავიდაო.. ეგეთი რაღაც არსად მქონდა გაგებული, საქართველოშიც კი მსგავსი არაფერი მომხდარა..

მერე მივხვდი რომ ეშინოდათ.. და იმიტომ მატყუებდნენ რომ დრო გაეწელათ ჩვენთვის… (თანხისთვის) მაშინ გვამწარდი, მაგრამ ახლა ღმერთის და იმ ექიმის მადლობელი ვარ რომელიც ოპერაციდაან წავიდა, რადგან ახლა ჩემი შვილი ჩემთან არ იქნებოდა..ვერ მოვეფერებოდი ვერ ჩავეხუტებოდი..ახლა რომ ვიხსენებ მეტირება..

წარმოიდგინეთ ორი არჩევანი გაქვს და ორივე ცუდი…ოპერაციაზე გადარჩენის 1% იყო და თუ არ გააკეთებდნენ არცერთი…რომ მახსენდება ეგ ჯოჯოხეთური დღეები ვფიქრობ როგორ გადავრჩი.. ან საერთოდ გადავრჩი? მე ჩემს გულის ტკივილის ნელ ნელა გაგიზიარებთ…მინდა იცოდეთ რომ ყველა ღამეს მოყვება დღე…მადლობა გვერდით დგომისთვის და სიყვარულისთვის თქვენს გარეშე არაფერი ვარ და არაფერი იქნებოდა“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

„ეს სასაცილო ბიჭი დღითი დღე უფრო იზრდება და ლამაზდება..გაბი 3 კილო და 720 გრამია, ყველა ანალიზი ნორმაში აქვს..ნაწლავის ფუნქცია ნაწილობრივ აღდგენილია, საჭმელს ითვისებს“ – გაბრიელ ჩადუნელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ბედნიერი ღიმილით და ჯანმრთელს გეცხოვროს ასი წელი საყვარელო ბიჭო…“ – პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს 8 თვის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები