დაკარგული 15 წლის ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და პოსტს გვიზიარებს.
„ღმერთო, დამიბრუნე გთხოვ…ძალიან მჭირდება“, – წერს ალექსანდრეს დედა.
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძეს 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდს ამ დრომდე ეძებენ – ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას, ტელეფონის ნომერზე: 555 105 500