ივანა მელაის ორგანიზებით, „რესპუბლიკაში“ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
რადიო „ფორტუნასთან“ მელაიამ იმის შესახებ ისაუბრა, რომ კონცერტის დაგეგმვაში მას ილიკო სუხიშვილი დაეხმარა:
„კონცერტს ჩემი მეგობრები რუსლანა, თეა დარჩია, ჯგუფი „სახე“, დავით ალადაშვილი და რა თქმა უნდა, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი შემოუერთდებიან, რადგან სწორედ ილიკო სუხიშვილის დახმარებით შევძელი საღამოს ორგანიზება. რუსლანა, რომელმაც უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვა საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო „ფორტუნას“ და თქვენს გადაცემას, ივენთ ჰოლის მესვეურებს და თითოეულ ქართველს მხარდაჭერისთვის. მართლაც საოცარია, როცა ასე პატარა ქვეყანა ასეთ დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. ყოველთვის გული მიჩუყდება და ცრემლი მომდის, როცა ქართველების მომზადებულ ვიდეოებს ვუყურებ უკრაინელებზე“.
ღონისძიებიდან გავრცელდა კადრები, სადაც თეა დარჩიას მიერ შესრულებული ცეკვები ჩანს.
როგორც ყოველთვის, ახლაც, მოცეკვავე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმსახურებს.
შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ივანო-ფრანკივსკის რეგიონში უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.