გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, რომელიც ოჯახთან ერთად ბოლო ერთი წელიწადი ხორვატიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, საქართველოში დაბრუნდა.
ის „ინსტაგრამზე“ ავრცელებს მიმართვას, სადაც ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ უერთდება და 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას:
„ვიბრძოლებ ცვლილებებისთვის“, აღნიშნავს ვიდეომიმართვაში ნინი დედალამაზიშვილი.
ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფებმა ევროპული საქართველოს შიდაპარტიულ პრაიმერიზში ორი კონკურენტი საპარლამენტო სია წარადგინეს, საარჩევნო სია, რომლითაც პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავა, პრაიმერიზში მონაწილე ორივე სიით დაკომპლექტდება, მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.
ნინი დედალამაზიშვილი მეორე სიის მესამე ნომერია და საპარლამენტო წარმომადგენლობისთვის იბრძოლებს პრაიმერიზში.