LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ბოჭორიშვილი „პარამაუნტის“ სერიალში გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს მაიკლ ფასბენდერი და რიჩარდ გირი ასრულებენ, პროდიუსერი კი ჯორჯ კლუნია: „გამიმართლა, მითხრეს, რომ იწყებოდა სერიალის გადაღებები…“

1060
გიორგი ბოჭორიშვილი

მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ჯაფარას პოდკასტს ესტუმრა და ისაუბრა ჰოლივუდში მიღებულ შესაძლებლობებზე. ქართველი მსახიობი, რომელიც უკვე ორი წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, „პარამაუნტის“ სერიალში გადაიღეს, რომელიც ჯაშუშური ტრილერია და მისი პროდიუსერი ჯორჯ კლუნი გახლავთ.

„გადაღებები ლონდონშია. არის „პარამაუნტის“ სერიალი, ჯერ არ მინახავს, სხვათა შორის, უკვე დევს რამდენიმე სერია. უკვე ორი თვეა, რაც აქ ვარ, აქციები რომ დაემთხვა, დამავიწყდა ეს ყველაფერი. სერიალს ჰქვია The Agency. შემთხვევით მოვხვდი. არსებობს სამსახიობო პლატფორმა, სადაც დავრეგისტრირდი, დავწერე ჩემი ბიოგრაფია, რატომ წავედი ლონდონში. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იწყებოდა სერიალის გადაღება. გამიმართლა… სერიალი არის ჩანერგილ აგენტებზე. უკვე უამრავმა ხალხმა მითხრა, რომ გადმოწერეს და უყურეს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია მაიკლ ფასბენდერი, მთავარ როლში სწორედ ის თამაშობს, თამაშობს ასევე რიჩარდ გირი. მასთან სცენები არ მომიწია, მაგრამ ჩვენი ისტორიები არის გადაბმული. მე მომიწია სცენა უკრაინელ არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად. ვთამაშობ რუს „კაგებეშნიკს“. სერიალის პროდიუსერი არის ჯორჯ კლუნი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g