პოდკასტში „მამების დრო“ საუბრობს „რა? სად? როდის?“-ის წამყვანი, გიორგი მოსიძე.
„ახლიდან რომ ვიწყებდე, ჩემს ცხოვრებაში რაღაცებს შევცლიდი, მაგრამ სხვა ეპოქა იყო. 90-იანებში განათლების ფასი არ ვიცოდით, ეს ახლა დავინახეთ, რომ თუ კარგად ისწავლი, განათლებას მიიღებ, მერე საზღვარგარეთაც დაამატებ, შექმნი შენს კეთილდღეობას, სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდება და იმდენს იშოვი, რომ რამდენიმე თაობას ეყოფა. მაშინ კი განათლება არაფერს აჩვენებდა, მაშინ კეთილდღეობა არ მოჰქონდა, კეთილდღეობა მოჰქონდა ქუჩაში იარაღით სირბილს.
დღეს რომ მქონდეს საშუალება, ახლიდან დავიწყო, ისეთ განათლებას მივიღებდი, რომ დავანგრევდი ყველაფერს. მაშინ საზღვარგარეთაც ვერ გადიოდი. მე რომ სკოლას დავამთავრე, საბჭოთა კავშირიც დაინგრა. სტუდენტობის ჩემი ეპოქა არის 90-იანი წლების დასაწყისი, ყველაზე დიდი ქაოსი… ჩემი ძმა ამ ქაოსს გაექცა და სხვა გზით იარა…“