LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი სუხიტაშვილი გერმანიაში გამართულ „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრო: „ეს იყო სიამაყით გამოწვეული ჟრუანტელის საღამო…“

196
გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სუხიშვილების კონცერტიდან ვრცელ ნაწყვეტს აქვეყნებს და წერს, როგორ გაუხარდა, როდესაც შტუტგარტში მათ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა:

„წლებია, თბილისში ვერ ვახერხებდი ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილის” კონცერტზე დასწრებას, გუშინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ჩემი მეგობრის, კოსტა ყურაშვილის წყალობით მოვხვდი ამ სრულიად გადასარევ კონცერტზე.

საოცარი მუსიკა, ულამაზესი სამოსი, კონცერტის დინამიკა, ჯადოსნური ქორეოგრაფია, სიზუსტე და რა თქმა უნდა, დიდი პროფესიონალიზმით სავსე შემსრულებლები.

ეს იყო სიამაყით გამოწვეული ჟრუანტელის საღამო. მიხარია, რომ სულ გასტროლები აქვთ და ასე წარადგენენ ჩვენს ქვეყანას.

მადლობა „სუხიშვილებს“!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები