გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 2 ავტომობილი აალდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ შეშელიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
