რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკაში – „ფორტუნასთორი“ გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელის, თეონა ცირამუასა და მისი ოჯახის შესახებ გიყვებით.
თეონა ცირამუა რადიო „ფორტუნასთან“ ტყუპებზე – კირასა და თუთაზე, მეუღლესა და გორის ქალთა კამერულ გუნდზე საუბრობს.
როგორც თეონა ცირამუა აღნიშნავს, მისი მეუღლე იდეალური მამაა.
„გოჩა იდეალური მამაა. სანამ ბავშვები გვეყოლებოდა, მაშინაც ვგრძნობდი, რომ კარგი მამა იქნებოდა, მეუღლეც ძალიან კარგია. რასაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი, იმაზე კარგი, შვილებისთვის გადადებული მამაა.
გუნდთან ერთად რომში რომ ვიყავი, მთავარი ძიძა გოჩა იყო, გოჩას და მის ძმისშვილს დავუტოვე ბავშვები, 5 დღე უჩემოდ იყვნენ“, – ამბობს თეონა ცირამუა.
