თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ათასობით ადამიანს კვლავ ნანგრევებში ეძებენ.
მედიაში ვრცელდება არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მაშველები თუ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ახლობლები მათი სიცოცხლის გადარჩენას.
გავრცელდა კადრები, როგორ ცდილობს მამა, ხმა მიაწვდინოს ნანგრევებში ქალიშვილებს.
„გოგოებო, რამე თქვით, ხმა გამაგონეთ, ხმამაღლა!.“ – ამბობს მამა.
A father trying hard to find his loved ones.
He says, “Say something girls, make some noise!”This man’s desperation leaves us speechless!#earthquake #depremden #depremsondakika #Rescue #Turquia #TurkeyQuake #TurkeySyriaEarthquake #DEPREMOLDU #depremhatay #deprem pic.twitter.com/jxC4LrfviG
— Chaudhary Parvez (@ChaudharyParvez) February 9, 2023
თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ბოლო ცნობებით, 21 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთში, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე 18 342 ადამიანი დაიღუპა, რაც აღემატება თურქეთში 1999 წლის დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობას. სირიაში, მიწისძვრამ, სულ მცირე, 3 377 ადამიანი იმსხვერპლა.