გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ და არაფერი არ არის, – აღნიშნულის შესახებ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფორმულას ეთერში განაცხადა.
მან ხსენებული სიტყვებით მთავრობას მიმართა და მშობლების მხრიდან შეუპოვარი ბრძოლის დაწყება დააანონსა.
„მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა დაპატიმრებულების მშობლებზე და ფიქრობენ, რომ ამით გავტყდებით. თუმცა ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ არ გავტყდებით. არ გვეშინია, რადგან ჩვენი შვილები, რომლებიც დააპატიმრეს, იქ უფრო თავისუფლები არიან. მშობლები შეუპოვარ ბრძოლას ვიწყებთ. გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ და არაფერი არ არის“, – ამბობს ლიკა გუნცაძე.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.