LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Green Day-ის სოლისტი აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

68
page

ლონდონში Green Day-ის კონცერტზე გაიმართა. კოლექტივის ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა პერფორმანსის დროს აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

„შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ. ამ გადატრიალებაზე პასუხისმგებელნი მოსამართლეები არიან“, – განაცხადა არტისტმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი კანონი მიიღო, ახლა უკვე ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი. 1973 წლის ხელშეკრულება ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ქუჩაში ყოველდღიურად დემონსტრაციები იმართება.

„ყველას გვესმის, რომ ეს მოვლენები კონცერტებსა და შოუებს არ ეხება, მაგრამ…“ – Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს

პრემიერა: „ივანკა ნაცისტია, მამამისი კი ჰიტლერი“ – Green Day-ს ახალმა პროექტმა The Network ახალი ნამუშევარი გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები