LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას გვესმის, რომ ეს მოვლენები კონცერტებსა და შოუებს არ ეხება, მაგრამ…“ – Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს

94
page

მრავალრიცხოვან არტისტებს, რუსეთის მიმართ პროტესტში ამერიკული როკ ჯგუფი Green Day უერთდება. კოლექტივმა მოსკოვში კონცერტის ჩატარებაზე, რომელიც მაისში იგეგმებოდა უარი განაცხადა.

„ამ ყველაფრის ყურება ძალიან გვიმძიმს და მიმდინარე მოვლენების ფონზე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი მომავალი მოსკოვის შოუ გავაუქმოთ. ყველას გვესმის, რომ ეს მოვლენები კონცერტებსა და შოუებს კი არ ეხება, არამედ ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ისიც ვიცით, რომ როკ-ენ როლი მარადიულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მუსიკასთან დაბრუნების დრო და ადგილიც მალე გამოჩნდება. თუ კონცერტის ბილეთი შეძენილი გქონდათ, თანხას უკან დაიბრუნებთ. დარჩით უსაფრთხოდ“, –  წერია წერია „ინსტაგრამ სთორიში“.

ცნობისთვის, შოუს 45 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასწრებოდა.

ფოტო: „გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“ – ლეგენდარული პოლ მაკკარტნი უკრაინას უჭერს მხარს

ჯეი ლო უკრაინისთვის – ვარსკვლავი პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები