ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია პირველის წამყვანებს – ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ სიცხე აქვს.
ეს პასუხი ეკა მიშველაძის კითხვას მოყვა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა იქნებოდა თუ არა ვაშაძე დღეს, 14 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე რუსთაველის გამზირზე.
“სიცხე მაქვს, ეკა, სიცხე მაქვს, გავიკეთე ვაქცინაცია და ორთვიანი ჯაჯგური რომ არ ყოფილიყო თქვენგან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ არ მოვიდოდი, იმიტომ, რომ ვარ აბსოლუტურად მიკნავებული. თუ სიცხე არ მექნება, ვიქნები”. – უთხრა ვაშაძემ გადაცემის წამყვანებს.
ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება და მას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.