ირმა სოხაძე გადაცემაში „პირველი სტუდია“ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
მომღერლის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ააყირავა.
„გულნატკენი ვარ, ჩემმა ხელისუფლებამ, რომელსაც ვენდობოდი ქვეყანა ააყირავა. იმის თქმა, რომ დღეს ქვეყანაში კრიზისი არ არის, უბრალოდ ტყუილია. ამაზე დიდი კრიზისი მე არ მახსოვს“, – ამბობს ირმა სოხაძე.