LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გვანცა ციხელაშვილის ორიგინალური ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს

3693
gvancanews

მოცეკვავე გვანცა ციხელაშვილი „მთავარი არხის“ დილის გადაცემას ესტუმრა და მაყურებელს ორიგინალური ცეკვა შესთავაზა, რომელიც სოციალურ ქსელებში მალე აიტაცეს და გვანცას შემოქმედებას არაერთი კომენტარი მიუძღვნეს. ზოგმა მას მხარი დაუჭირა, ზოგმაც გააკრიტიკა.

მომღერალი სოფო ბათილაშვილი გამოეხმაურა ამ ამბავს და დაწერა:

„გვანცა პროფესიონალი მოცეკვავეა და თან სიყვარულით რომ აგავსებს, ეგეთი ადამიანი.

ვიღაცას როm რამე უბედურება მოუვა, მერე რომ გვემართება გაცისკროვნება და გაკეთილშობილება, ეგ ძაან კაი ზღაპარია. ნიანგის ცრემლების ღვრა გვიყვარს, ვგიჟდებით, მარა თუ ცოცხალია, უნდა ვახოხიალოთ ბოლომდე ყველა.

დაემ ვიცინოთ და ვაბულინგოთ, ვისზეც ხელი მიგვიწვდება, მაინც ეგეთი ნიჭიერებით სხვა არაფერში ვუქნივართ ქვეყნიერებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები