LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ვნანობ… სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო ერთი, ორი, სამი სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“

153
ია ფარულავა

მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას კინომცოდნე ბექა მაისურაძე კინოსა და თეატრის შესახებ კითხვებით ესტუმრა.

ქართული და ჰოლივუდის ფილმების მიმოხილვასთან ერთად, ია ფარულავამ რუბრიკის ფარგლებში უპასუხა შეკითხვას – ნანობს თუ არა ჰოლივუდიდან წამოსვლას.

„მაშინ სხვა ჰოლივუდი იყო, არ ვნანობ, მაგრამ, მე, ალბათ, ჰოლივუდში 20-30-იან წლებში უნდა მოვხვედრილიყავი, როდესაც გრეტა გარბო იყო ვარსკვლავი, მაგრამ არაფერს არ ვნანობ.

იგივე კითხვა ჟულიეტ ბინოშს ან ჯულია ორმონდს რომ დაუსვა, ალბათ გიპასუხებენ, რომ ძნელია იყო ჯერ ვარსკვლავი და შემდეგ არავინ აღარ იყო. ამიტომ სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო 1, 2, 3 სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“, – აღნიშნა ია ფარულავამ.

ვიდეო: „ვარდი მაჩუქა.. მივხვდი, რომ რაღაც ისტორიული ხდება ჩემს თავს“ – როგორ აირჩია დე ნირომ ია ფარულავა ყველაზე ლამაზ გოგოდ საბჭოთა კავშირში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g