LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჰოლივუდის ოქროს ბიჭი ახალი იმიჯით – ბრედ პიტი კვლავ ინეს დე რამონის გარეშე გადაიღეს

130
page

ჰოლივუდის ოქროს ბიჭი, 61 წლის ბრედ პიტი, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობი „ლოს-ანჯელეს დოჯერსისა“ და „ტორონტო ბლუ ჯეის“ შორის გამართულ მსოფლიო სერიის მეოთხე მატჩს ესწრებოდა, სადაც ის თავისი ახლო მეგობრის, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტ ფლის გვერდით იჯდა.

საინტერესოა, რომ ბრედი ამჯერადაც შეყვარებულის, ინეს დე რამონის გარეშე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად უკვე თვეებია არ გადაუღიათ, ამიტომ ბევრი ფიქრობს რომ ისინი ერთად აღარ არიან.

რაც შეეხება ბრედის „ლუქს“, მან მოგეხსენებათ ფილმისთვის, „კლიფ ბუთის თავგადასავალი“ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა ახლა ის ულვაშებს ატარებს.

ფოტო: გაიცანით 40 წლის ლორენ გლეიზერი, რომელმაც ინეს დე რამონს ბრედ პიტი „მოსტაცა“

ფოტო: „მშვიდობით ინეს! ჩვენ ეს-ეს არის ეკრანზე დაწყებული ახალი რომანის დაბადებას შევესწარით“ – ბრედ პიტი გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები