LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იესე რომ დაიბადა, პირველი მე ჩავეხუტე, ცრემლები ვერ შევიკავე…“ – ლევან წვერავას და ნინი კენჭიაშვილის ემოციები

190
dueti leoni

დღის პოსტს“ ესტუმრნენ ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი, რომელმაც მეორე შვილის, იესე დაბადების შესახებ ისაუბრეს.

„5 წლის შემდეგ, გაჩნდა იესე. ნოე გახდა ხუთი წლის და დაიბადა იესე. ნოეს დაბადებას კოვიდის გამო ვერ დავესწარი. აქ დავესწარი. პირველი მე დავინახე. იესე რომ დაიბადა, პირველი მე ჩავეხუტე, ცრემლები ვერ შევიკავე… „ლეონის“ სიმღერები ისმოდა, როცა დაიბადა და ეს ყველაზე ძალიან მომეწონა. გიორგი ექიმმა შემატყო, რომ ვნერვიულობდი და დამამშვიდა. მომამზადა… როცა გეტყვი, მოამზადე ტელეფონი და გადაიღეო..“, აღნიშნავს ლევან წვერავა ინტერვიუში.

ნინი კენჭიაშვილი კი ამბობს, რომ ორი კვირის თავზე მშობიარობიდან თავს შესანიშნავად გრძნობს: „თავიდან, არ მოვიტყუები, მქონდა ეიფორია, ტირილნარევი საუბარი… ძალიან სათუთი თემაა. მეც მქონდა მაშინ, როცა ექიმებს იესე შემოჰყავდათ. ემოცია, როცა შემოჰყავდათ, ეს გრძნობა და განცდა მქონდა და მატირებდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g